მაშინ მასთან ერთად გუნდში, ამჟამად მიუნხენის "ბაიერნის" საპატიო პრეზიდენტი ფრანც ბეკენბაუერი თამაშობდა.
"გასახდელში მატჩების წინ ხშირად ვცეკვავდი. ეს თავისებური მოთელვა იყო. ერთხელ მორიგი მატჩის წინ ბეკენბაუერს სამბას ცეკვა შევთავაზე. ის ხომ მოედანზე ისეთი მობილური იყო. მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ფრანცი საშინელი მოცეკვავეა", - თქვა პელემ.