მესი: არგენტინას უნდა მოეგო და მიზანს მიაღწია კიდეც

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა და კაპიტანმა ლიონელ მესიმ კოლუმბიასთან მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი შეაფასა.

"ბარსელონას" ფეხბურთელმა გოლი გაიტანა და "ალბისელესტეს" 2:1 მოგებაში დაეხმარა.

"მოედანზე თავი არ დაგვიზოგავს და მეორე ტაიმში თავდადება დაგვიფასდა კიდეც. ბურთს მეტოქეზე დიდხანს ვფლობდით. ბოლივიასთან საშინაო ფრეს შემდეგ არგენტინას კოლუმბია უნდა დაემარცხებინა და მიზანს მიაღწია კიდეც.

ვფიქრობ, კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ. აუცილებელია ასევე განვაგრძოთ", - განაცხადა მესიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული