"მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე "ბარსელონასთან" შესაძლო შეხვედრას მოუთმენლად ველი. ამ გუნდის ფეხბურთელები აშკარად სხვა პლანეტიდან არიან. ეჭვგარეშეა, რომ "ბარსა" მსოფლიოს საუკეთესო კლუბია", - აღფრთოვანებულია "სანტოსის" ფორვარდი.
"მათ წინააღმდეგ თამაში ჩემთვის დიდი პატივია. "სანტოსი"-"ბარსელონას" ფინალი ამ ტურნირისთვის იდეალური იქნებოდა, მაგრამ ჯერ ფინალამდე მისვლაზე უნდა ვიზრუნოთ", - დასძენს ნეიმარი.