შეგახსენებთ, რომ ტევესი გუნდის თავკაც რობერტო მანჩინის დაუპირისპირდა და კლუბის შემადგენლობა დატოვა. ახლა ის არგენტინაში იმყოფება, მისი მომავალი კი გაურკვეველია.
"თავს იმის გაკეთების უფლებას არ მივცემდი, რაც ტევესმა ჩაიდინა. კარლიტო მართალი არაა. მე "მანჩეტსერ სიტიში" დავბრუნდებოდი და მუშაობას გავაგრძელებდი. ფეხბურთელს ფულს კლუბი უხდის და აუცილებელია მას პატივი სცეს", - თქვა ბატისტუტამ.