დეკუმ გადაიფიქრა

AutoSharing Option
“ფლუმინენსეს” ვეტერანმა პლეიმეიკერმა, 34 წლის დეკუმ ფეხბურთიდან წასვლა გადაიფიქრა და კლუბთან 1+1 სისტემით კონტრაქტი გააფორმა, - ამის შესახებ “ფლუმინენსეს” ვებგვერდი იუწყება.

შეგახსენებთ, რომ “პორტუსა”, “ბარსას”, “ჩელსისა” და პორტუგალიის ნაკრების ნახევარმცველი “ფლუს” ღირსებას 2010 წლის იანვრიდან იცავს.

თავდაპირველად ვეტერანს სერიოზული ტრავმები ჰქონდა, რის გამოც ის პენსიაზე ალაპარაკდა, მაგრამ ბოლო დროს ის ჯანმრთელობას აღარ უჩივის და ფეხბურთის თამაშიც ძველებურად ანიჭებს სიამოვნებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული