ბეჭდაუდებელები და თითქმის ჩემპიონები

AutoSharing Option
აპერტურას დასრულებამდე 3 ტურით ადრე "ბოკა ხუნიორსს" ქულაღა აკლია პრიმერას 24-ე ტურამდე. "ასულ ი ოროს" ერთადერთი მოცილე ჰყავს, ქალაქ ვიქტორიას "ტიგრე", რომელსაც ჩემპიონობა არასდროს მოუპოვებია. "ტიგრე" ვერც ახლა შეწვდება ტიტულს, "ბოკას" გაჩემპიონებას კი 4 დეკემბერს ველით "ბომბონერაზე", როცა ერთპიროვნული ლიდერი ბოლოადგილოსან "ბანფილდს" მასპინძლობს.

ტურის მოვლენები
პრინციპში, "ბოკა" ყველაზე მეტად იმსახურებს ამ ტიტულს - ამ სეზონში ძლიერია, საიმედოა დაცვაში და სტაბილურია. გამონათებები, მართალია, იშვიათად აქვს, მაგრამ მენდოსაში, "გოდოი კრუსთან" სწორედ ასეთი მატჩი გამოდგა. ამ გამარჯვებით გუნდმა ლიბერტადორესის თასის 2012 წლის გათამაშებაში
მონაწილეობა გაინაღდა.

არგენტინული ფეხბურთის საოცარი ლოგიკა - გუნდი, რომელსაც ჯერ კიდევ შეუძლია ჩემპიონობა... გავარდნის პირასაა! "ტიგრე" არა მხოლოდ "ჩვეულებრივ" ცხრილშია მე-2 ადგილზე, არამედ - ე.წ. "გასავარდნ" ცხრილშიც, თანაც - ბოლოდან მეორეა. ერთია, "მატადორებს" ჯერ კიდევ დიდი დრო აქვთ თავის გადასარჩენად.

როგორც იქნა, წააგო "რასინგმა". პირველ ტაიმში "ბელგრანოს" ფეხბურთელებმა სტუმრად 3 გოლი გაუტანეს სიმეონეს გუნდს, მაშინ, როცა მთელ ჩემპიონატში "რასინგს" მხოლოდ 4 ბურთი ჰქონდა გაშვებული. არადა, "აკადემია" ("რასინგის" მეტსახელია) 25 წუთზე მეტ ხანს უმრავლესობაში იყო. არ იცის ამ გუნდმა რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება, უბრალოდ არ იცის - ამიტომაც "რასინგი" ჩემპიონობის თეორიულ შანსსაც გამოეთხოვა.

ერთდროულად ორ მწვრთნელს ჰქონდა დებიუტი (ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე დებიუტი!) ლეონარდო მადელონის "სან ლორენსომ" ვერ მოუგო კრიზისში მყოფ "ნიუელს ოლდ ბოისს". გამოუცდელი მაურო ლასპადას დებიუტი კი კრახით დასრულდა - "ოლიმპო" შინ "სან მარტინთან" განადგურდა - 0:3.

"ესტუდიანტესი" ბოლო ადგილს მოსცილდა, "არსენალთან" მატჩის უკანასკნელ წუთზე გოლი ხუან სებასტიან ვერონმა გაიტანა. დიდი შანსია, ეს ვარსკვლავის კარიერაში უკანასკნელი გოლი იყოს - ის ფეხბურთიდან მიდის.

ტურის ციფრები
გავიდა 23 გოლი, 2,3 გოლი მატჩში. დუბლი ორმა ფეხბურთელმა შეასრულა: სესარ პერეირამ (ბელგრანო) და გასტონ კაპრარიმ (სან მარტინი). 12 მატჩია, "ნიუელსს" არ მოუგია. ბოლო 26 ოფიციალური მატჩია, "ბოკა ხუნიორსი" ვერავინ დაამარცხა.

ტურის მატჩი
გოდოი კრუსი VS ბოკა ხუნიორსი


ტურის გმირი
დარიო ცვიტანიჩი (ბოკა)

ტურის გოლები
არიელ როხასი (გოდოი კრუსი)
ჯოვანი მორენო (რასინგი)
ფაბიან ბორდაგარაი (არხენტინოსი)

გასავარდნი ზონა
20. ოლიმპო - 1,148; 19. ტიგრე - 1,184

გადათამაშება
18. სან მარტინი - 1,187; 17. სან ლორენსო - 1,250

არგენტინა. აპერტურა. XVI ტური
ტიგრე-ატლეტიკო 3:0
გოლები: 1:0 ლუნა (15), 2:0 კასტანიო (66), 3:0 მორალესი (77-პენ)

ნიუელსი-სან ლორენსო 0:0

ოლ ბოისი-ლანუსი 0:0

რასინგი-ბელგრანო 2:3
გოლები: 0:1 ს. პერეირა (31), 0:2 ტურუსი (35), 1:2 მორენო (37), 1:3 ს. პერეირა (42), 2:3 ვიოლა (67)
გაძევება: რ. როდრიგესი (66. ბელგრანო), კიროგა (88. ბელგრანო), აუჩე (88. რასინგი)

ოლიმპო-სან მარტინი 0:3
გოლები: 0:1 კაპრარი (15), 0:2 ბოგადო (33-პენ), 0:3 კაპრარი (73)
გაძევება: მანსინელი (89. ოლიმპო)

არსენალი-ესტუდიანტესი 1:2
გოლები: 1:0 ობოლო (20), 1:1 გ. ფერნანდესი (55), 1:2 ვერონი (80)

ველესი-კოლონი 1:1
გოლები: 1:0 ველასკესი (21), 1:1 ჩევანტონი (47)

გოდოი კრუსი-ბოკა 1:2
გოლები: 0:1 ცვიტანიჩი (10), 0:2 სკიავი (37-პენ), 1:2 როხასი (87)

ბანფილდი-არხენტინოსი 2:2
გოლები: 0:1 ბორდაგარაი (27), 1:1 ხ. გომესი (56), 2:1 ფერეირა (86), 2:2 სალსედო (90)
გაძევება: ტორენი (90. არხენტინოსი), აჩუკარო (90. არხენტინოსი)

სანტა ფე-ინდეპენდიენტე 0:0

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბოკა 16 10 6 0 19-4 36
2. ტიგრე 16 7 6 3 20-13 27
3. რასინგი 16 5 10 1 13-7 25
4. ველესი 16 7 4 5 18-14 25
5. კოლონი 16 6 7 3 14-12 25
6. სანტა ფე 16 6 7 3 14-13 25
7. ლანუსი 16 6 6 4 17-12 24
8. ბელგრანო 16 6 6 4 17-15 24
9. არსენალი 16 6 5 5 18-15 23
10. ატლეტიკო 16 7 2 7 20-23 23
11. გოდოი კრუსი 16 5 5 6 25-22 20
12. ინდეპენდიენტე 16 5 5 6 14-15 20
13. სან მარტინი 16 4 7 5 14-14 19
14. ოლ ბოისი 16 3 9 4 14-19 18
15. სან ლორენსო 16 4 4 8 12-17 16
16. არხენტინოსი 16 3 7 6 15-22 16
17. ოლიმპო 16 2 8 6 15-24 14
18. ნიუელსი 16 1 10 5 10-15 13
19. ესტუდიანტესი 15 3 4 8 17-23 13
20. ბანფილდი 15 3 2 10 11-18 11

ბომბარდირები
10 - რუბენ რამირესი (გოდოი კრუსი); 7 - მაურო მატოსი (ოლ ბოისი); 6 - დარიო განდინი (ატლეტიკო), მარტინ როლე (ოლიმპო).

მომდევნო ტური
2 დეკემბერი: ესტუდიანტესი-ოლ ბოისი, არხენტინოსი-არსენალი.
3 დეკემბერი: სან მარტინი-სანტა ფე, ლანუსი-ოლიმპო, კოლონი-რასინგი.
4 დეკემბერი: სან ლორენსო-ტიგრე, ინდეპენდიენტე-ნიუელსი, ატლეტიკო-ველესი, ბოკა-ბანფილდი, ბელგრანო-გოდოი კრუსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული