ბრაზილიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი სოკრატესი გარდაიცვალა

AutoSharing Option
დღეს დილით 57 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრაზილიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი სოკრატესი.

ხუთშაბათს ყოფილი ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა მას "სეპტიკური შოკი" დაუდგინეს, ხოლო შაბათს მისი მდგომარეობა სტაბილური იყო.

თავისი კარიერის განმავლობაში ბრაზილიელმა ნახევარმცველმა "ბოტაფოგოში", "კორინთიანსში", "ფიორენტინაში", "ფლამენგოში" და "სანტოსში" ითამაშა. ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში სოკრატესმა 63 მატჩი ჩაატარა. 1982 და 1986 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებზე ის ეროვნული გუნდის კაპიტანი იყო.

მომზადებულია Globo-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
მიშა არა, მერაბი :)
მივხვდი ხუმრობას და მეც ვიხუმრე, თორემ ეჭვი არ მეპარება, რომ ბეკენბაუერიც იცი და ფრიდენრაიხიც
merabi
14:19 06-12-2011
0
მიშა არა, მერაბი :)
მივხვდი ხუმრობას და მეც ვიხუმრე, თორემ ეჭვი არ მეპარება, რომ ბეკენბაუერიც იცი და ფრიდენრაიხიც
merabi
14:10 06-12-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული