ხუთშაბათს ყოფილი ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა მას "სეპტიკური შოკი" დაუდგინეს, ხოლო შაბათს მისი მდგომარეობა სტაბილური იყო.
თავისი კარიერის განმავლობაში ბრაზილიელმა ნახევარმცველმა "ბოტაფოგოში", "კორინთიანსში", "ფიორენტინაში", "ფლამენგოში" და "სანტოსში" ითამაშა. ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში სოკრატესმა 63 მატჩი ჩაატარა. 1982 და 1986 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებზე ის ეროვნული გუნდის კაპიტანი იყო.
მომზადებულია Globo-ს მიხედვით