"კორინთიანსი" - პენტაკამპეაო

AutoSharing Option
გუშინ დასრულდა ბრაზილიური სერია A-ს მორიგი გათამაშება. ბოლო ტურის წინ ასეთი სიტუაცია იყო, ლიდერი "კორინთიანსი" 2 ქულით უსწრებდა ერთადერთ მდევარ "ვასკუ და გამას" და ბოლო ტურში (მეტი გამარჯვების წყალობით) ფრეც ჰყოფნიდა.

ასეც მოხდა, "კორინთიანსმა" 0:0 ითამაშა შინ "პალმეირასთან" და ისტორიაში მეხუთედ მოიპოვა ბრაზილიის ჩემპიონის ტიტული. სხვათა შორის, მატჩის ბოლოსკენ, სან-პაულუს დერბიში გუნდური ჩხუბიც ვიხილეთ.

როგორც აღმოჩნდა, "კორინთიანსს" რომც წაეგო, ჩემპიონი ხდებოდა, რადგან რიო დე ჟანეიროს დერბიში "ვასკუმ" ვერ შეძლო "ფლამენგოს" დამარცხება - 1:1. ასე გახდა 50 წლის სპეციალისტის, ტიტეს გუნდი
ქვეყნის ჩემპიონი. სერია A-დან კი "ატლეტიკო პარანაენსე", "სეარა", "ამერიკა" და "ავაი" გავარდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული