Globo: ნეიმარი ბრაზილიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია

AutoSharing Option
ყველაზე ცნობილმა ბრაზილიურმა გამოცემა Globo-მ ბრაზილიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა.

გამოცემა ყოველი ტურის შემდეგ ფეხბურთელებს ქულებს უწერდა და სეზონის დასრულების შემდეგ მონაცემები შეაჯამა.

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი "სანტოსის" ფორვარდი ნეიმარი გახდა. მისი საშუალო ქულა 6.98 შეადგენს.

საუკეთესო ხუთეული კი ასე გამოიყურება:ფრედი ("ფლუმინენსე"), ჰავბეკი მონტილიო ("კრუზეირო"), მცველი დედე ("ვასკუ"), ფორვარდი რონალდინიო ("ფლამენგო").

საუკეთესო მეკარეების ხუთეული: მარსელო ლომბა ("ბაია"), ვანდერლეი ("კორიტიბა"), ფერნანდო ენრიკე ("სეარა"), ფელიპე ("ფლამენგო"), მარსიო ("ატლეტიკო გოიანსენი").
საუკეთესო მცველები: დედე ("ვასკუ"), როდოლფო ("სან-პაოლო"), ჟესი ("კორიტიბა"), მოლედო ("ინტერნასიონალი"), ჟოაო ფილიპე ("სან-პაოლო").
საუკეთესო ნახევარმცველები: პაულინიო ("კორინთიანსი"), კაზემირო ("სან-პაოლო"), მარკოს ასუნსაო ("პალმეირასი"), რენატო ("ბოტაფოგო"), რალფი ("კორინთიანსი").
საუკეთესო შემტევი ნახევარმცველები: მონტილიო ("კრუზეირო"), ნემი ("ფიგეირენსე"), დ" ალესანდრო ("ინტერნასიონალი"), დეკუ ("ფლუმინენსე"), ლუკასი ("სან-პაოლო").
საუკეთესო თავდამსხმელები: ნეიმარი ("სანტოსი"), ფრედი ("ფლუმინენსე"), რონალდინიო ("ფლამენგო"), ჟულიო სეზარი ("ფიგეირენსე") ლეანდრო დამიაო ("ინტერნასიონალი").

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული