ნეიმარი "ბარსასკენ" იქნება

AutoSharing Option
"სანტოსის" ვარსკვლავთბიჭუნა ნეიმარი, რომლის შეძენა ერთნაირად სურს, როგორც მადრიდის "რეალს", ისე "ბარსელონას", აცხადებს, რომ "ელ კლასიკოს" დროს კატალონიელთა მხარეს იქნება.

"მუნდო დეპორტივოსთან" საუბარში 19 წლის ფორვარდმა თქვა, რომ ამის მიზეზი მისი ორი თანამემამულეა, დანი ალვეში და ადრიანო კორეია, რომლებიც "ბარსელონაში" თამაშობენ და ნეიმარს სურს, რომ ისინი დარჩნენ გამარჯვებულები, თუმცა ბრაზილიელმა ისიც დაურთო, რომ ოდესმე არ იტყოდა უარს ჩავისთან და მესისთან ერთად თამაშზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული