ნეიმარი: არ მწყინს, რომ "ოქროს ბურთს" ვერ მივიღებ

AutoSharing Option
ბრაზილიელმა ფორვარდმა ნეიმარმა, რომელიც პრესტიჟული ჯილდოს "ოქროს ბურთის" კანდიდატთა საწყის სიაში იყო, აცხადებს, რომ საბოლოო შორტლისტში ვერმოხვედრას არ განიცდის.

შეგახსენებთ, ჯილდოსთვის ლიონელ მესი, ჩავი და კრიშტიანო რონალდო იბრძოლებენ.

"სრულებით არ მწყენია და არ ვიბოღმები, რომ საბოლოო სიაში ვერ მოვხვდი. პირიქით, ძალიან მიხარია, რომ ტოპ-23 ფეხბურთელში აღმოვჩნდი! ჩემთვის ეს უკვე დიდი გამარჯვებაა - თითქოს ტიტული მოვიგე", - განაცხადა ფეხბურთელმა ბრაზილიურ ტელევიზიასთან ინტერვიუში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული