არგენტინაში თითქმის ყველაფერი გაირკვა

AutoSharing Option
3 წლისა და 5 უიღბლო ჩემპიონატის შემდეგ, არგენტინის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი "რივერ პლეიტის" შემდეგ, "ბოკა" დიდების ზენიტზეა - ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გაინაღდა ტიტული.

დასანანია, რომ "ბოკა" ვერ ბრწყინავდა და მას უბრალოდ ღირსეული მეტოქეები არ ჰყავდა, ერთი და ისიც სანახევრო კონკურენტი "რასინგი" იყო. დასანანია, რომ თავად აპერტურა ვერ შედგა, ჩემპიონატში დაბალი შედეგიანობაა. დასანანია, რომ ძალიან ბევრმა ვარსკვლავმა (თუნდაც დიეგო ვალერიმ, ხუან მანუელ მარტინესმა, მაურო ბოსელიმ) იმის მეათედიც ვერ აჩვენა, რაც შეუძლია...

მაგრამ ამ ყველაფერში "ასულ ი ორო" ყველაზე ნაკლებადაა
დამნაშავე - ის ღირსეული ჩემპიონია! 33 წლის ხუან რამონ რიკელმე არგენტინის ხუთგზის ჩემპიონი გახდა. ახლა ლეგენდას 30 საკლუბო ტიტული აქვს კარიერაში მოპოვებული. ზოგი კი ამბობდა, რომ ამ ფეხბურთელის კარიერას წარმატებულს ვერ ვუწოდებთო...

არგენტინის საუკეთესო მსაჯმა, ექტორ ბალდასიმ კარიერა "ბოკა"-"ბანფილდის" "ოქროს" მატჩით დაასრულა.

"ლანუსმა" ჩემპიონატის დასრულებამდე მოიპოვა ლიბერტადორესის თასის საგზური. "ტიგრე" უკვე ვერაფრით დაეწევა 2011 წლის საერთო ცხრილში "ლანუსს". ამ ტურში პირველი მოგება იზეიმა "სან ლორენსოს" ახალმა მწვრთნელმა ლეონარდო მადელონმა.

"ინდეპენდიენტეს" რიგებში ვიხილეთ 1994 წელს დაბადებული ფორვარდის, მარტინ ბენიტესის დებიუტი. ახალგაზრდა ტალანტმა დებიუტი გოლით აღნიშნა.

ტურის ციფრები
ტურში სულ 18 გოლი გავიდა, ცოტაა (1,8 მატჩში), მაგრამ მათი თითქმის მესამედი ძალიან ლამაზი გამოდგა. მასპინძლებმა 13:5 იმარჯვეს. დუბლი შეასრულეს სანტიაგო სალსედომ (არხენტინოს ხუნიორსი) და დარიო ცვიტანიჩმა (ბოკა ხუნიორსი). "ბოკას" წაუგებელი სერია ჩემპიონატში უკვე 27 მატჩს შეადგენს!

ტურის მატჩი
ბოკა VS ბანფილდი

დიახ, იყო რამდენიმე უფრო დაძაბული და საინტერესო შეხვედრა, მაგრამ ამ შეხვედრამ სეზონის უმთავრეს კითხვას გასცა პასუხი: ვინ იქნება ჩემპიონი?

ტურის გმირი
დარიო ცვიტანიჩი (ბოკა)

მან კიდევ უფრო ეფექტურად ითამაშა, ვიდრე წინა ტურში (როცა ასევე ტურის გმირი გახდა). გოლები მე-10 და 44-ე წუთებზე გაიტანა, განსაკუთრებით ლამაზი მეორე იყო, ეფექტური, დარტყმა მოუმზადებლად. ცვიტანიჩი "ბანფილდის" აღზრდილია, მან ამ გოლებით ჩემპიონობა მოუპოვა "ბოკას", თუმცა გოლები ყოფილი კლუბის პატივისცემის ნიშნად, არ უზეიმია.

ტურის გოლები
სანტიაგო სალსედო (არხენტინოსი) (მე-2 გოლი)
დიეგო რივერო (ბოკა)
მარიანო გონსალესი (ესტუდიანტესი)
მარტინ ბენიტესი (ინდეპენდიენტე)

ლიბერტადორესზე
გაირკვა ყველა გუნდი არგენტინიდან, რომლებიც ამ პრესტიჟულ ტურნირზე ითამაშებენ: "ბოკა", "ველესი", "ლანუსი", "გოდოი კრუსი" და "არსენალი".

ვინ ვარდება
(მხოლოდ XVII ტურის შემდეგ)
20. ოლიმპო - 1,145; 19. ტიგრე - 1,172;
გადათამაშება
18. ოლ ბოისი - 1,254; 17. სან ლორენსო - 1,268

ესტუდიანტესი-ოლ ბოისი 3:0
გოლები: 1:0 მ. გონსალესი (31), 2:0 გ. ფერნანდესი (33), 3:0 ბოსელი (62)

არხენტინოსი-არსენალი 2:1
გოლები: 0:1 ა. გონსალესი (18), 1:1 სალსედო (30), 2:1 სალსედო (90)
გაძევება: პისტონე (66. არხენტინოსი), ლ. ლოპესი (88. არსენალი)

ლანუსი-ოლიმპო 0:0

კოლონი-რასინგი 0:2
გოლები: 0:1 იაკობი (30), 0:2 ვიოლა (56)
გაძევება: ჩევანტონი (63. კოლონი), იაკობი (77. რასინგი), მ. მარტინესი (83. რასინგი)

ატლეტიკო-ველესი 2:0
გოლები: 1:0 ა. კასტრო (2), 2:0 კარერა (86)
გაძევება: ს. დომინგესი (18. ველესი), პაპა (79. ველესი)

სან მარტინი-სანტა ფე 2:0
გოლები: 1:0 პენკო (44), 2:0 ბოგადო (58)

ინდეპენდიენტე-ნიუელსი 1:1
გოლები: 0:1 პ. პერესი (17), 1:1 მ. ბენიტესი (51)

ბელგრანო-გოდოი კრუსი 1:1
გოლები: 1:0 მანსანელი (54), 1:1 რ. რამირესი (58)
გაძევება: ოლმედო (23. გოდოი კრუსი)

ბოკა-ბანფილდი 3:0
გოლები: 1:0 ცვიტანიჩი (9), 2:0 ცვიტანიჩი (43), 3:0 რივერო (46)

სან ლორენსო-ტიგრე 1:0
გოლიინტერნეტკაზინო ლარივინი: 1:0 ბიანჩი არსე (1)

XVIII ტური
ოლ ბოისი-არხენტინოსი 1:0
გოლიინტერნეტკაზინო ლარივინი: 1:0 საპატა (12)
გაძევება: ბერარდო (69. არხენტინოსი)

ოლიმპო-ესტუდიანტესი 0:0

სანტა ფე-ლანუსი 0:1
გოლიინტერნეტკაზინო ლარივინი: 0:1 ფრიცლერი (17)
გაძევება: ბარალესი (47. სანტა ფე)

რასინგი-ატლეტიკო 1:0
გოლიინტერნეტკაზინო ლარივინი: 1:0 გუტიერესი (49)

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბოკა 17 11 6 0 22-4 39
2. რასინგი 18 7 10 1 16-7 31
3. ლანუსი 18 7 7 4 18-12 28
4. ტიგრე 17 7 6 4 20-14 27
5. ატლეტიკო 18 8 2 8 22-24 26
6. ველესი 17 7 4 6 18-16 25
7. ბელგრანო 17 6 7 4 18-16 25
8. კოლონი 17 6 7 4 14-14 25
9. სანტა ფე 18 6 7 5 14-16 25
10. არსენალი 17 6 5 6 19-17 23
11. სან მარტინი 17 5 7 5 16-14 22
12. გოდოი კრუსი 17 5 6 6 26-23 21
13. ინდეპენდიენტე 17 5 6 6 15-16 21
14. ოლ ბოისი 18 4 9 5 15-22 21
15. სან ლორენსო 17 5 4 8 13-17 19
16. არხენტინოსი 18 4 7 7 17-24 19
17. ესტუდიანტესი 17 4 5 8 20-23 17
18. ოლიმპო 18 2 10 6 15-24 16
19. ნიუელსი 17 1 11 5 11-16 14
20. ბანფილდი 16 3 2 11 11-21 11

ბომბარდირები: 11 - რუბენ რამირესი (გოდოი კრუსი); 7 - მაურო მატოსი (ოლ ბოისი), სანტიაგო სალსედო (არხენტინოსი); 6 - ალექსის კასტრო (ატლეტიკო), დარიო განდინი (ატლეტიკო), ტეოფილო გუტიერესი (რასინგი), მარტინ როლე (ოლიმპო).

წუხელ: არსენალი-ბოკა, გოდოი კრუსი-კოლონი.

8 დეკემბერი: ნიუელსი-სან მარტინი, ბანფილდი-ბელგრანო, ტიგრე-ველესი, სან ლორენსო-ინდეპენდიენტე.

შუა კვირაში პრიმერა დივიზიონის მე-17 ტურს, რომელმაც ჩემპიონის ვინაობა გამოავლინა, მე-18 მიება. ამიტომ, შედეგებში მომდევნო ტურის უკვე დასრულებულ მატჩებსაც იხილავთ, თუმცა შეჯამებაში მხოლოდ იმ ტურზე შევჩერდებით, რომელშიც "ბოკა ხუნიორსის" 25-ე ზეობა ვიხილეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული