გახსოვთ რეკობა?

AutoSharing Option
დასრულდა ურუგვაის პრიმერა დივიზიონის აპერტურას გათამაშებაც. ჩემპიონი "ნასიონალი" გახდა, რომელმაც 15 ტურში 32 ქულა დააგროვა, ერთით მეტი, ვიდრე "დანუბიომ".

ბოლო ტურში "ნასიონალმა" სტუმრად 1:0 დაამარცხა "ლივერპული". მატჩის ერთადერთი გოლი კი თქვენთვის კარგად ნაცნობმა (მილანის "ინტერიდან") ალვარო რეკობამ გაიტანა. 35 წლის ვარსკვლავმა ამ სეზონში (13 მატჩში) სულ 5 გოლი გაიტანა. "ნასიონალმა" ქვეყნის ჩემპიონობა 43-ედ (!!!) მოიპოვა.

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ
1. ნასიონალი 15 9 5 1 30-11 32
2. დანუბიო 15 9 4 2 20-7 31
3. პენიაროლი 15 9 3 3 30-12 30
4. რივერ პლეიტი 15 8 4 3 22-17 28
5. სერო ლარგო 15 8 3 4 18-16 27
6. სერო 15 7 3 5 17-12 24
7. დეფენსორი 15 7 3 5 23-16 24
8. ლივერპული 15 6 1 8 17-18 19
9. სისლეი 15 5 3 7 15-23 18
10. რასინგი 15 4 5 6 19-24 17
11. უონდერერსი 15 5 2 8 23-25 17
12. რამპლა 15 5 1 9 16-22 16
13. ფენიქსი 15 4 4 7 15-22 16
14. რენტისტასი 15 4 2 9 10-21 14
15. სერიტო 15 3 4 8 10-23 13
16. ბელა ვისტა 15 3 1 11 9-25 10

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რეკობა როგორ არ მახსოვს, ეგეთი ფეხბურთელი "ინტერს" ვერონის გარდა არ ჰყოლია . ერთხელ 3 გოლი გაიტანა თამაშის ბოლო წუთებზე და "ინტერი" წაგებისგან იხსნა. ედმუნდო მახსოვს კიდევ ძალიან ტექნიკური ბრაზილიელი იტალიაში. "ფიორენტინაში" თამაშობდა.
rekoba
15:01 08-12-2011
0

სიახლეები პოპულარული