წაგების და რივერის გარეშე

AutoSharing Option
აპერტურა-2011 უკვე წარსულია! არგენტინის რიგით მეორე ტიტულოვანი კლუბი, "ბოკა ხუნიორსი" ქვეყნის ჩემპიონი ისე გახდა, მატჩი არ წაუგია. მაგრამ არის ერთი "დეტალი", რის გამოც "ბოკას" ჩემპიონობაცა და მთლიანად აპერტურაც გაფერმკრთალდა: პირველად მოხდა, რომ "ბოკას" ტიტულისთვის ბრძოლაში არგენტინის ყველაზე ტიტულოვანი გუნდის წინააღმდეგობის დაძლევა არ მოუწია - "რივერ პლეიტი" გავარდნილია.

55 წლის ხულიო სესარ ფალსიონის გუნდმა ტურნირში 12 მოგება და 7 ფრე მიითვალა, "ბოკამ" ჩემპიონატში მხოლოდ 6 გოლი გაუშვა. ეს ნამდვილი ტრიუმფია მწვრთნელისთვის, რომელმაც ზუსტად ერთი წლის წინათ ჩაიბარა ლურჯ-ოქროსფერი (ასულ ი ორო)
გუნდი.

ბოლო ორი ტურის ერთადერთი სერიოზული ინტრიგა ლიბერტადორესის თასის ბოლო, მე-5 საგზურის ბედი იყო. "გოდოი კრუსი" ფავორიტად მიიჩნეოდა და ყველაფერი მის ხელთ იყო. ბოლო ტურში "რასინგს" და "ინდეპენდიენტეს" თავიანთი მოგებების გარდა, "გოდოი კრუსის" ფეხის დაცდენა ესაჭიროებოდათ. თუმცა "გოდოი კრუსმა" საგზური არავის დაუთმო და ამით დასრულდა ყოველგვარი ინტრიგა.

აპერტურას ბომბარდირი "გოდოი კრუსის" 29 წლის ფორვარდი რუბენ რამირესი გახდა. რამირესი შარშან "ბანფილდიდან" გადავიდა "გოდოი კრუსში" და 35 მატჩში 19 გოლი გაიტანა. აპერტურაში მისი მონაგარი 12 გოლია, უახლოეს მდევრებს რამირესმა 5-5 გოლით გაუსწრო. "კლარინმა" ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად "ბოკას" ლეგენდა ხუან რიკელმე დაასახელა.

ვინ გავარდება
არგენტინული სისტემით გავარდნა-შემოსვლა კლაუსურას შემდეგაა გათვალისწინებული. მიმდინარე კოეფიციენტები კი ასეთია
ვარდებიან: 20. ოლიმპო - 1,123; 19. ტიგრე - 1,147
გადათამაშებაში: 18. სან ლორენსო - 1,242; 17. ოლ ბოისი - 1,263.
საშიშ ზონაში: 16. სანტა ფე - 1,316; 15. არსენალი - 1,337; 14. ნიუელსი - 1,337.

"ბოკა ხუნიორსი", "ველეს სარსფილდი", "ლანუსი" და "გოდოი კრუსი" 2012 წლის ლიბერტადორესის თასის მე-2 ეტაპიდან ჩაერთვებიან, ხოლო "არსენალი" - პირველი ეტაპიდან. 2012 წლის "კოპა სუდამერიკანაზე" "ინდეპენდიენტე", "რასინგი", "ტიგრე" და "არხენტინოს ხუნიორსი" ითამაშებენ.

სტატისტიკა
189 თამაშში გავიდა 373 გოლი. საშუალოდ, 1,97 გოლი მატჩში, რაც ძალიან დაბალი შედეგია. აპერტურაში ყველაზე დიდი ანგარიშით მოიგო "გოდოი კრუსმა", როცა "ოლ ბოისი" 6:1 დაამარცხა. ყველაზე მეტი გოლი (7) გავიდა "ესტუდიანტესისა" და "არხენტინოს ხუნიორსის" მატჩში - 4:3. ყველაზე გრძელი მოგებათა სერია "ბოკას" ჰქონდა - 4-მატჩიანი, წაუგებელი სერიაც მისია - 19 ანუ მთელი ჩემპიონატი.

მეგოლეები: 12 - რუბენ რამირესი (გოდოი კრუსი); 7 - სანტიაგო სალსედო (არხენტინოსი), მაურო მატოსი (ოლ ბოისი), სესარ პერეირა (ბელგრანო); 6 - ნიკოლას კასტრო (ატლეტიკო), ტეოფილო გუტიერესი (რასინგი), მარტინ როლე (ოლიმპო), ფაკუნდო ფერეირა (ბანფილდი), დარიო განდინი (ატლეტიკო).

ჩემპიონები
მეკარე: ორიონი (19 თამაში)
მცველები: რონკალია (19), სკიავი (19, 2 გოლი), კლემენტე (19, 1), ინსაურალდე (16), კარუსო (3).
ნახევარმცველები: ერვიტი (19, 3), სომოსა (17), რივერო (16, 1), კოლასო (12, 1), ჩავესი (10, 2), ერბესი (3).
თავდამსხმელები: ცვიტანიჩი (12, 5), მოუჩე (12, 1), ვიატრი (11, 3), რიკელმე (10, 1), ბლანდი (3, 4), არაუხო (1).

არგენტინა. აპერტურა. ბოლო ტურის მიმოხილვა
არხენტინოსი-ოლიმპო 1:0

გოლიინტერნეტკაზინო ლარივინი: 1:0 ნაგუელი (64)

ბელგრანო-არსენალი 1:0
გოლიინტერნეტკაზინო ლარივინი: 1:0 ფ. ვასკესი (13)

ესტუდიანტესი-სანტა ფე 2:0
გოლები: 1:0 ბოსელი (45), 2:0 სელაი (77)

ბოკა-ოლ ბოისი 1:0
გოლიინტერნეტკაზინო ლარივინი: ცვიტანიჩი (78)
გაძევება: ხ. როდრიგესი (49. ოლ ბოისი)

კოლონი-ბანფილდი 4:1
გოლები: 1:0 იგუაინი (5), 2:0 ჩევანტონი (45), 3:0 გრასიანი (52), 4:0 ჩევანტონი (70), 4:1 ფ. ფერეირა (90)

ლანუსი-ნიუელსი 2:2
გოლები: 1:0 რომერო (20), 1:1 მატეო (40), 1:2 პ. პერესი (44), 2:2 რეგეირო (53)

ატლეტიკო-გოდოი კრუსი 0:2
გოლები: 0:1 როხასი (40), 0:2 რ. რამირესი (73)
გაძევება: დამონტე (74. გოდოი კრუსი)

ველესი-რასინგი 1:0
გოლიინტერნეტკაზინო ლარივინი: 1:0 დ. რამირესი (55)

ინდეპენდიენტე-ტიგრე 2:1
გოლები: 0:1 მორალესი (13-პენ), 1:1 პარა (56-პენ), 2:1 ფრედესი (66)

სან მარტინი-სან ლორენსო 1:0
გოლიინტერნეტკაზინო ლარივინი: 1:0 პენკო (2)
გაძევება: ორტიგოსა (88. სან ლორენსო)

საბოლოო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბოკა 19 12 7 0 25-6 43
2. რასინგი 19 7 10 2 16-8 31
3. ველესი 19 9 4 6 22-17 31
4. ბელგრანო 19 8 7 4 21-16 31
5. კოლონი 19 8 7 4 19-15 31
6. ლანუსი 19 7 8 4 20-14 29
7. ტიგრე 19 7 6 6 22-19 27
8. ინდეპენდიენტე 19 7 6 6 18-17 27
9. სან მარტინი 19 6 8 5 17-14 26
10. ატლეტიკო 19 8 2 9 22-26 26
11. სანტა ფე 19 6 7 6 14-18 25
12. გოდოი კრუსი 19 6 6 7 28-24 24
13. არსენალი 19 6 6 7 21-20 24
14. არხენტინოსი 19 5 7 7 18-24 22
15. ოლ ბოისი 19 4 9 6 15-23 21
16. ესტუდიანტესი 18 5 5 8 22-23 20
17. სან ლორენსო 19 5 4 10 13-19 19
18. ნიუელსი 19 1 13 5 13-18 16
19. ოლიმპო 19 2 10 7 15-25 16
20. ბანფილდი 18 3 2 13 12-27 11

შენიშვნა: ესტუდიანტესი-ბანფილდი ჩაიშალა და აღარ გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული