ალვარესი კოლუმბიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს

AutoSharing Option
კოლუმბიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლეონელ ალვარესი სამშაბათს კოლუმბიის ნაკრების თავკაცის თანამდებობიდან დაითხოვეს.

ამის მიზეზი ის გახდა, რომ ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაციის აზრით, ალვარესს გუნდის მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე გაყვანა არ შეუძლია.

ალვარესმა კოლუმბიის ნაკრები მხოლოდ სამჯერ ათამაშა - ბოლივიას მოუგო, ვენესუელასთან ფრედ ითამაშა და არგენტინასთან მძიმე ბრძოლაში დამარცხდა. ამ დროისთვის, კოლუმბიის ნაკრები სამხრეთ ამერიკის შესარჩევ ჯგუფში მეექვსე ადგილს იკავებს.

აღსანიშნავია, რომ ბოლოს კოლუმბიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე 1998 წელს მოხვდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული