ბრაზილიაში ჩაბარებულ იარაღში მუნდიალის მატჩის ბილეთს იძლევიან

AutoSharing Option
ფიფას ხელმძღვანელობა ბრაზილიის ხელისუფლების გეგმას განიხილავს, რომელიც ქვეყანაში 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დროს სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას გულისხმობს.

ადგილობრივი პოლიტიკოსები იმ იდეით გამოვიდნენ, რომ მოსახლეობას ტურნირის მატჩებზე დასაწრები ბილეთები იარაღის ნებაყოფლობით ჩაბარების სანაცვლოდ მისცენ.

ასევე კომპენსაციისა და წახალისების მიზნით, მოქალაქეებს ჩემპიონატში მონაწილე ნაკრებების მაისურებსაც გადასცემენ.

თუმცა ფიფას გენერალური მდივანი ჯერო ვალკე ამ საკითხს სკეპტიკურად უყურებს:

"სამწუხაროდ, ჩემი აზრით ბრაზილიაში იმდენი უკანონო პისტოლეტია, რომ ყველა ბილეთის უფასოდ დარიგება მოგვიწევს და არც გვეყოფა".

მომზადებულია The daily Mail-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული