ადგილობრივი პოლიტიკოსები იმ იდეით გამოვიდნენ, რომ მოსახლეობას ტურნირის მატჩებზე დასაწრები ბილეთები იარაღის ნებაყოფლობით ჩაბარების სანაცვლოდ მისცენ.
ასევე კომპენსაციისა და წახალისების მიზნით, მოქალაქეებს ჩემპიონატში მონაწილე ნაკრებების მაისურებსაც გადასცემენ.
თუმცა ფიფას გენერალური მდივანი ჯერო ვალკე ამ საკითხს სკეპტიკურად უყურებს:
"სამწუხაროდ, ჩემი აზრით ბრაზილიაში იმდენი უკანონო პისტოლეტია, რომ ყველა ბილეთის უფასოდ დარიგება მოგვიწევს და არც გვეყოფა".
მომზადებულია The daily Mail-ის მიხედვით