"ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ ეს ჯილდო მივიღე. დედამიწის სხვადასხვა ადგილას ბევრი ტიტული მომიგია, მაგრამ მშობლიურ ქვეყანაში აქამდე არცერთი ჯილდო არ მქონდა მოპოვებული. ამიტომ ეს ჩემთვის განსაკუთრებული ჯილდოა", - თქვა "ბარსელონას" თავდამსხმელმა.
აღსანიშნავია, რომ 2010 წელს არგენტინის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული ბალახის ჰოკეის ქალთა ნაკრების კაპიტანმა ლუსიანა აიმარმა მოიპოვა.