მესი არგენტინის წლის საუკეთესო სპორტსმენი გახდა

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების კაპიტანი, "ბარსელონას" ფორვარდი, ლიონელ მესი არგენტინის 2011 წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს. ფეხბურთელმა ეს პრესტიჟული ჯილდო თავის კარიერაში პირველად მოიპოვა.

"ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ ეს ჯილდო მივიღე. დედამიწის სხვადასხვა ადგილას ბევრი ტიტული მომიგია, მაგრამ მშობლიურ ქვეყანაში აქამდე არცერთი ჯილდო არ მქონდა მოპოვებული. ამიტომ ეს ჩემთვის განსაკუთრებული ჯილდოა", - თქვა "ბარსელონას" თავდამსხმელმა.

აღსანიშნავია, რომ 2010 წელს არგენტინის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული ბალახის ჰოკეის ქალთა ნაკრების კაპიტანმა ლუსიანა აიმარმა მოიპოვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული