რომარიო: მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრაზილია ჯგუფიდან ვერ გავა

AutoSharing Option
ლეგენდარული ბრაზილიელი ფორვარდი რომარიო ფიქრობს, რომ მისი ქვეყნის ნაკრებმა თამაშის გაუმჯობესებაზე უნდა იფიქროს.

"ბარსელონა" ყოფილი ფეხბურთელის თქმით, ბრაზილიის ნაკრები დღევანდელი თამაშით 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი ოფშიც ვერ გავიდოდა.

"თუ ბრაზილიის ნაკრები გააგრძელებს თამაშს, როგორც ამას დღეს აკეთებს, მაშინ ისინი ჯგუფურ ეტაპსაც ვერ გასცდებიან. რაც შეეხება ჩვენს მთავარ უპირატესობას-ტექნიკურ ფეხბურთს, უნდა ვაღიაროთ, რომ ამ მიმართულებით ბრაზილიური ფეხბურთი ესპანურს ჩამორჩება", - განაცხადა რომარიომ.

მომზადებულია O Globo-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული