შაბათს ღამით საავადმყოფოში მოათავსეს 20 წლის გოგონა, რომელიც ამტკიცებდა, რომ მას "კორინთიანსის" თავდამსხმელმა ადრიანომ ესროლა. მისი თქმით, ყველაფერი რიო დე ჟანეიროს ერთ-ერთ ღამის კლუბთან, მანქანაში მოხდა. ფეხბურთელი იარაღით თამაშობდა, შემდეგ კი შემთხვევით მას მარცხენა ხელში ესროლა. გოგონას მდგოომარეობა სტაბილურია, მაგრამ დღეს ოპერაციას გაუკეთებენ.
თავად ადრიანო დაზარალებულის ჩვენებას უარყოფს და აცხადებს, რომ გასროლა უკანა სავარძლიდან მოხდა, ის კი წინ იჯდა. ამასთან, სკანდალურმა ფეხბურთელმა ექსპერტიზის გავლა მოითხოვა, რომელიც დაამტკიცებს, რომ მის ხელზე დენთის ნარჩენები არ არის.
"კორინთიანსის" ხელმძღვანელობამ უკვე განაცხადა, რომ მზადაა
ადრიანოს ნებისმიერი იურიდიული დახმარება აღმოუჩინოს.