ხოსე პეკერმანი კოლუმბიის ნაკრების სათავეში?

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი 62 წლის სპეციალისტ ხოსე ნესტორ პეკერმანი, რომელიც ბოლოს მექსიკურ "ტიგრესში" მუშაობდა, შესაძლოა უახლოეს ხანში კოლუმბიის ნაკრებს ჩაუდგეს სათავეში.

კოლუმბიის ფეხბურთის ფედერაციამ მწვრთნელთან მოლაპარაკებები უკვე გამართა, საბოლოო პასუხს სპეციალისტ მომავალ კვირაში იტყვის.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ კოლუმბიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ლეონელ ალვარესი გაათავისუფლეს, რომელმაც გუნდთან ერთად მხოლოდ სამი მატჩის ჩატარება მოასწრო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული