ტიაგო სილვა ევროპაში საუკეთესო ბრაზილიელი ფეხბურთელია

AutoSharing Option
"მილანის" მცველი ტიაგო სილვა 2011 წელს ევროპაში მოთამაშე საუკეთესო ბრაზილიელ ფეხბურთელად აღიარეს. მას ყოველწლიური პრემია Samba d’Or გადაეცა.

27 წლის ბრაზილიელი თავის კლუბთან ერთად იტალიის ჩემპიონი გახდა, რომლის რიგებში 33 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

მეორე ადგილი კატალონიის "ბარსელონას" მცველმა, დანიელ ალვეშმა დაიკავა, ხოლო მეამე პოზიციაზე "პორტუს" თავდამსხმელი ჰალკი გავიდა.

აღნიშნული პრემია ფეხბურთელებს 2008 წლიდან გადაეცემა.Samba d’Or-ის მფლობელები ადრე კაკა, ლუის ფაბიანო და მაიკონი იყვნენ.

მომზადებულია Sambafoot-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული