მესი: კარიერის დასრულების შემდეგ მშობლიურ როსარიოში ვიცხოვრებ

AutoSharing Option
"ბარსელონას" არგენტინელ თავდამსხმელ ლიონელ მესის სამშობლო ძალიან უყვარს და მას არასდროს ივიწყებს.

უნიჭიერესი ფეხბურთელი არგენტინის ქალაქ როსარიოში დაიბადა, რომელიც სანტაფეს პროვინციაში მდებარეობს. მესის უკვე გადაწყვეტილი აქვს, სად იცხოვრებს პროფესიონალური კარიერის დასრულების შემდეგ.

"როდესაც ჩემი კარიერა დასრულდება, როსარიოში ვიცხოვრებ. ეს ხომ ჩემი მშობლიური ქალაქია. იქ არის ჩემი სახლი, ჩემი ოჯახი. იქ მყავს მეგობრები და ახლობლები. ვამაყობ, რომ ხალხმა ჩემი მშობლიური ქალაქის შესახებ იცის", - თქვა მესიმ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
უმაგრესი კაცია, გენიოსია და ამავედროს რა უბრალო და თავდაბალია.
mesimania
03:16 05-01-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული