რეისი ესპანეთი-არგენტინა, ისევ!

AutoSharing Option
29 წლის არგენტინელი მცველის, ლეონარდო პონსიოს კარიერა საოცრად მიმდინარეობს - ის ხან სამშობლოში თამაშობს, ხან - ესპანეთში, მიდი-მოდი კი ხშირად მეორდება.

პონსიო "ნიუელს ოლდ ბოისის" აღზრდილია, 2003 წელს ის "სარაგოსაში" გადაბარგდა, 3 წლის მერე კი უკან, არგენტინაში დაბრუნდა - "რივერ პლეიტში".

2009-ში პონსიო ისევ გაახსენდათ "სარაგოსაში" და დღემდე ამ კლუბის წევრიც იყო. პრიმერა დივიზიონის ბოლოადგილოსანს არგენტინელი ამ რამდენიმე დღის წინათ დაემშვიდობა (პირადი მიზეზებით), გუშინ კი ის ოფიციალურად ისევ "რივერ პლეიტს" შეუერთდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული