პეკერმანი კოლუმბიაში

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ყოფილი თავკაცი ხოსე პეკერმანი, სავარაუდოდ, კოლუმბიის ნაკრებს ჩაუდგება სათავეში.

62 წლის სპეციალისტი უკვე უახლოეს საათებში გააფორმებს კონტრაქტს. შეგახსენებთ, რომ პეკერმანი არგენტინის ნაკრებს 2006 წლის მუნდიალზე ხელმძღვანელობდა.

კოლუმბიის ნაკრებს აქამდე ლიონელ ალვარესი ხელმძღვანელობდა, მაგრამ ცუდი შედეგების გამო ის დეკემბერში გაათავისუფლეს. ყველას ეგონა, რომ კოლუმბიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლუის ბედოია მწვრთნელად ხერარდო მარტინო დანიშნა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული