62 წლის სპეციალისტი უკვე უახლოეს საათებში გააფორმებს კონტრაქტს. შეგახსენებთ, რომ პეკერმანი არგენტინის ნაკრებს 2006 წლის მუნდიალზე ხელმძღვანელობდა.
კოლუმბიის ნაკრებს აქამდე ლიონელ ალვარესი ხელმძღვანელობდა, მაგრამ ცუდი შედეგების გამო ის დეკემბერში გაათავისუფლეს. ყველას ეგონა, რომ კოლუმბიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლუის ბედოია მწვრთნელად ხერარდო მარტინო დანიშნა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"