ფერგიუსონი: გვარდიოლა "ბარსელონაში" უნდა დარჩეს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ალექს ფერგიუსონმა აღნიშნა, რომ კატალონიის "ბარსელონას" თავკაცმა ხოსეპ გვარდიოლამ გუნდი არ უნდა დატოვოს.

"ვფიქრობ, რომ გვარდიოლა "ბარსელონაში" უნდა დარჩეს. ამჟამად კატალონიელთა გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა. მათგან მარცხი არაერთხელ ვიგემეთ და ამის არაღიარება არ შეიძლება. ყველაფერი მარტივია, ისინი საუკეთესოები არიან", - განაცხადა ფერგიუსონმა.

შეგახსენებთ, რომ ფიფას ვერსიით ხოსეპ გვარდიოლა მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა, ხოლო ფერგიუსონმა ფიფას პრეზიდენტის იოზეფ ბლატერის პრემია მიიღო.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული