მესის მამა: ასეთი წარმატებები ლეოს ხასიათს ვერ შეუცვლის

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელ ლიონელ მესის მამა, ხორხე მესი დარწმუნებულია, რომ მისი შვილი ვარსკვლავური ავადმყოფობით არასდროს დასნეულდება.

არგენტინის ნაკრების ფეხბურთელის თავმდაბლობას ბევრი აღნიშნავს.

"არა მგონია, რომ ასეთი წარმატებების შემდეგ ლეოს ხასიათი შეეცვლება. მაშინ რაიმე სასწაული უნდა მოხდეს", - განაცხადა ფეხბურთელის მამამ.

მესი-უფროსმა ხუმრობით შენიშნა, რომ მისი სახელგანთქმული შვილი უკვე სთხოვს სახლის ფართის გაზრდას, რათა იქ მის მიერ მოგებული ყველა ჯილდო დატიოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული