რომარიოს შვილი: პელეს შემდეგ საუკეთესო მამაჩემი იყო

AutoSharing Option
წარსულში "ბარსელონას" და ბრაზილიის ნაკრების ცნობილი ფეხბურთელის რომარიოს შვილმა რომარინიომ განაცხადა, რომ "ბლაუგრანას" თავდამსხმელ ლიონელ მესის მისი მამის დონისთვის ჯერ კიდევ არ მიუღწევია.

აღსანიშნავია, რომ რომარინიოც ფეხბურთელია და "ვასკო და გამას" ერთერთ ახალგაზრდულ გუნდში თამაშობს.

"მამაჩემი რონალდოს სჯობდა. პელეს შემდეგ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი სწორედ ის იყო. მესი კი, რომელიც დღეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევა, ჯერ კიდევ ვერ თამაშობს ისე კარგად, როგორც მამაჩემი", - განაცხადა რომარინიომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული