რონალდინიო "ფლამენგოს" გაფიცვით ემუქრება

AutoSharing Option
"ფლამენგოს" თავდამსხმელმა რონალდინიომ განაცხადა, რომ ლიბერტადორესის თასის სასტარტო შეხვედრაში მოედანზე არ გამოვა, თუ კლუბი მას დაგვიანებულ ხელფასს არ გადაუხდის.

2011 წლის დეკემბრის ბოლოს 31 წლის ფეხბურთელმა "ფლამენგოსთან" კონტრაქტი ერთი სეზონით გაახანგრძლივა, თუმცა იმ პირობით, რომ კლუბს ფეხბურთელისთვის 9 იანვრამდე დაგვიანებული ხელფასი უნდა გადაერიცხა, რაც დღემდე არ მომხდარა.

25 იანვარს "ფლამენგო" ლიბერტადორესის თასის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრას ბოლივიურ "რეალ პოტოსისთან" გამართვას.

მომზადებულია Globoesporte-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული