ნეიმარმა "სანტოსთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
19 წლის ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ნეიმარმა "სანტოსთან" ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ხელშეკრულების თანხმად, ამომავალი ვარსკლავი ბრაზილიურ კლუბს 2014 წლის 13 ივლისამდე დაუკავშირდა. სწორედ ამ დღეს გაიმართება მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩი, რომელსაც ბრაზილია უმასპინძლებს და ამგვარად, ნეიმარს "სანტოსის" დატოვება მუნდიალის დასრულებისთანავე უკვე თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელის გადაბირების უმთავრესი პრეტენდენტები "ბარსელონა" და "რეალი" არიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული