მარტინ პალერმო: ჩემს გამოსათხოვარ მატჩზე მარადონა მოვიწვიე, რიკელმე კი არა

AutoSharing Option
4 თებერვალს სტადიონ "ბომბონერაზე", სადაც საშინაო მატჩებს "ბოკა ხუნიორსი" ატარებს, გუნდის და არგენტინის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის მარტინ პალერმოს გამოსათხოვარი მატჩი შედგება.

მატჩს ბევრი ცნობილი ადამიანი დაესწრება, მათ შორის "ალ ვასალის" მთავარი მწვრთნელი დიეგო მარადონა. ხუან რამონ რიკელმე კი, რომელთან ერთადაც გამოდიოდა "ბოკაში", პალერმომ არ მიიწვია.

"ძალიან მიხარია, რომ მარადონა ჩემს გამოსათხოვარ მატჩს დაესწრება. მესი მოვიწვიე, მაგრამ ლეო მოსვლას ესპანეთის ჩემპიონატის გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ შეძლებს.

რაც შეეხება რიკელმეს, ის არ მომიწვევია. ჩვენ დაძაბული ურთიერთობა გვქონდა და ახლა ამაზე ვწუხვარ. მოედანს
გარეთ უკეთესი ურთიერთობა რომ გვქონოდა, შედეგებიც უკეთესი იქნებოდა", - თქვა პალერმომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული