ბრაზილიური და ესპანური მედია კვლავ მსჯელობს, რომელ კლუბში გადავა ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელი.
"ჩემით დაინტერესებისთვის "რეალის" და "ბარსელონას" მადლობელი ვარ. მაგრამ ახლა ორივე კლუბს უარს ვეუბნები, რადგან "სანტოსთან" მოქმედი კონტრაქტი 2014 წლამდე მაკავშირებს.
რა თქმა უნდა, ევროპაში გამოსვლაზე ვოცნებობ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბრაზილიიდან წასასვლელად ახლავე მზად ვარ", - განაცხადა ნეიმარმა.