დიეგო მარადონა: პელე მესისთან დაკავშირებით შეცდა და დისტანციური მართვის თოჯინას ჰგავს

AutoSharing Option
"ალ ვასლის" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო მარადონამ ფეხბურთის მეფე პელეს სიტყვებზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ პელეს თქმით, "ბარსელონას" თავდამსხმელ ლიონელ მესის მასთან შედარება არ შეიძლება.

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა განაცხადა: "მოდით მან ჯერ 1283 გოლი გაიტანოს და სამი მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგოს. ამის შემდეგ ვილაპარაკოთ".

ამას გარდა, პელემ აღნიშნა, რომ ის თავით შესანიშნავად თამაშობდა და ბურთს ორივე ფეხით ერთნაირად ურტყამდა.

"როგორც ჩანს, მის გადაწყვეტილებებზე ასაკი მოქმედებს. მაგრამ პელე უკვე 20 წელია არაფერს აკეთებს. მაგალითად, მას სუპერმარკეტში ვერ შეხვდებით. ერთადერთი ადგილი, სადაც მისი დანახვა შეიძლება, ფიფას
დაჯილდოების ცერემონიაა. აქ ის მუდამ ფიფას პრეზიდენტის უკან დგას.

პელე დისტანციური მართვის თოჯინის შთაბეჭდილებას ტოვებს. იმისთვის, რათა დიდ ფეხბურთელად მიგიჩნიონ, არ არის საჭირო ამდენი გოლი გაიტანო და მუნდიალები მოიგო", - განაცხადა მარადონამ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა რაა საჭირო, ხელით ბურთის გატანა ინგლისის ნაკრებთან?! და ამის მერე ჩემპიონად გახდომა? თუ წაქცეულ მეტოქეს მუცელში ბუცის ქაცვები ჩასცხო?!
giorgi
13:08 22-01-2012
0

სიახლეები პოპულარული