რიკელმესთვის გასაკვირი არაა, რომ მისი ნიჭიერი თანამემამულე "ალბიჩელესტეში" ეფექტურად ვერ თამაშობს.
"საქმე ისაა, რომ მესი ეროვნულ გუნდში ისევე ვერ თამაშობს, როგორც "ბარსელონაში". მას იქ ისეთი პარტნიორები არ ჰყავს, როგორიც ჩავი და ინიესტაა.
ესპანეთისა და ინგლისის ნაკრების ამხანაგურ მატჩს დავაკვირდი. ესპანელები ყველაფერს კარგად აკეთებდნენ, მაგრამ მათ მესი აკლდათ, რათა გაეტანათ. თუ მესის არგენტინის ნაკრებში თანაგუნდელები აკლია, ესპანეთის ნაკრებს მესი აკლია", - თქვა რიკელმემ.