ვაგნერ ლავი: ნაწნავები ამჯერად "ფლამენგოს" ფერში

AutoSharing Option
ადრეც გაუწყეთ, რომ ცსკა-ს ფეხბურთელი ვაგნერ ლავი ბრაზილიურ "ფლამენგოში" გადავიდა, სადაც მხარს კატალონიის "ბარსელონასა" და "მილანის" ყოფილ ვარსკლვლავ რონალდინიოს აუბამს.

ლავი სხვა ფეხბურთელებისგან თავისი ვარცხნილობით გამოირჩევა. როგორც ჩანს, ფორვარდს წესად აქვს ნაწნავები იმ გუნდის ტრადიციულ ფერებში შეიღებოს, რომლის ღირსებასაც იცავს.

აქამდე ვაგნერ ლავს ნაწნავები ცსკა-ს გუნდის ფორმის ფერში - ლურჯად ჰქონდა, ახლა კი, როცა თავდამსხმელი "ფლამენგოში" გადავიდა, შესაბამისად, თმა შავ-წითლად გადაიღება.

მომზადებულია Globo Esporte-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული