მარადონა ბატისტას არ პასუხობს

AutoSharing Option
სერხიო ბატისტა არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობებს მას შემდეგ ასრულებს, რაც ამ პოსტიდან მარადონა გადადგა. ჰოდა, დიდი დიეგოს მემკვიდრე და ყოფილი თანაგუნდელი აცხადებს, ჩემს წინამორბედს უკვე მერამდენე დღეა, ვერ ვუკავშირდებიო.

"დიეგოს რამდენიმე დღეა ვურეკავ, მაგრამ არ მპასუხობს. სანაკრებო საქმეებზე სასაუბროდ კი არ დამირეკავს, უბრალოდ მაინტერესებდა, როგორაა. არც მარადონასთან და არც ნებისმიერ სხვა არგენტინელ მწვრთნელთან პრობლემა არ მაქვს. ყველა არგენტინული კლუბის თავკაცთან ვისურვებდი შეხვედრას – ნაკრების შესახებ მათი აზრი ძალიან მაინტერესებს. დიეგოსთან კი პროფესიული და ტექნიკური მიზეზებით არ დამირეკავს, უბრალოდ, ადამიანურად
მაინტერესებს, რას საქმიანობს და როგორ არის. რასაკვირველია, მასთან საქმიანი შეხვედრებიც მექნება. მარადონას ნაკრების შესახებ ძვირფასი ინფორმაციის მოწოდება შეუძლია, თუმცა ეს მოგვიანებით მოხდება", - თქვა სერხიო ბატისტამ, ვისაც მარადონასთან ერთად 1986 და 1990 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებზე უთამაშია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული