"მესი უფრო მეტადაა მაღალი კლასის მოთამაშეებით გარშემორტყმული, ვიდრე თავის დროზე დიეგო მარადონა იყო. ახლოს არ ვიცნობ, თუმცა მეჩვენება, რომ მკაცრი ტაქტიკური სქემებით თამაში მას არ მოსწონს.
მას თავისუფლება სჭირდება და გუნდის თავკაც პეპ გვარდიოლას წყალობით, იღებს კიდეც ამას. თუმცა ეჭვს არ იწვევს ის ამბავი, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დღესდღეობით სწორედ ის არის.
ამასთან, მისი თავმდაბლობაც მისასალმებელია", - თქვა ვან ბასტენმა.