მარტინ პალერმომ კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
არგენტინის "ბოკა ხუნიორსის" ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირმა, არგენტინის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა მარტინ პალერმომ კარიერა ოფიციალურად დაასრულა.

38 წლის ფეხბურთელმა გამოსათხოვარ მატჩში ითამაშა, რომელშიც "თეთრებმა" (რომელთა შმეადგენლობაშიც პალერმო თამაშობდა) "შავები" 3:2 დაამარცხეს.

"ლა ბომბონერას" გადავსებულ სტადონზე გამართულ მატჩში მონაწილეობა ისეთმა ფეხბურთელებმა მიიღეს, როგორიც გილერმო ბაროს სკელოტო, ივან სამორანო, რობერტო ბაჯო, ოსკარ კორდობა არიან.

პალერმოს გამოსათხოვარ ცერემონიაში კარლოს ტევესიც მონაწილეობდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული