პელეს მარაკანაზე დადგამენ

AutoSharing Option
რიო დე ჟანეიროს სახელგანთქმულ სტადიონ "მარაკანას" რეკონსტრუქცია უტარდება, ხოლო როცა ეს გიგანტური საფეხბურთო არენა განახლდება, "მარაკანაზე" მისულ ხალხს სიურპრიზი დახვდება.

ბრაზილიის მთავრობის ინიციატივით, მსოფლიოს უდიდეს საფეხბურთო სტადიონზე პელეს ძეგლი დაიდგმება. როგორც ცნობილია, ფეხბურთის მეფემ კარიერის 18 წელი "სანტოსში" გაატარა და უფრო ლოგიკური იქნებოდა, მისი ქანდაკება ამ კლუბის სტადიონ "ვილა ბელმირუზე" დადგმულიყო, მაგრამ მთავრობამ გაითვალისწინა რა, რომ ხსენებული არენა მხოლოდ 21 ათას მაყურებელს იტევს, და არჩევანი "მარაკანაზე" შეაჩერა.

ამასთან, ქვეყნის მმართველები სხვა არგუმენტსაც იშველიებენ – პელემ ბრაზილიის ნაკრებში გამოსათხოვარი მატჩი სწორედ
"მარაკანაზე" ჩაატარა, თანაც ეს სტადიონი ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათიაო...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული