ბრაზილიის ნაკრებში ლოცვა აიკრძალა

AutoSharing Option
ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ გადაწყვიტა ეროვნული ნაკრების შეკრებებისა და ტურნირებში მონაწილეობის დროს ერთობლივად ლოცვები და კულტის გამოვლინებები აკრძალოს.

უკანასკნელი მსოფლიოს ჩემპიონატის დროს ამ წესის დამამკვიდრებელი გუნდის მთავარი მწვრთნელის თანაშემწე ჟორჟინიო იყო.

მაშინ ლოცვებში ბევრი ფეხბურთელი მონაწილეობდა.

"კოლექტიურ ლოცვებს და კულტს არ დავუშვებ. ვისაც ლოცვა უნდა, თავის ოთახში განმარტოვდეს. ადრე ნაკრებში პრობლემა ქალები იყო, შემდეგ - კარტი, ახლა - რელიგია და ინტერნეტი.

ფეხბურთელები საკუთარ ოთახებში მსოფლიო ქსელისა და ღმერთის გამო იკეტებიან. მაგრამ მოდით, ეს მათ ისე გააკეთონ, რომ ახლობლებს ხელი არ შეუშალონ",
- განაცხადა ამასთან დაკავშირებით ბრაზილიის ნაკრები გუნდების დირექტორმა ანდრეს სანჩესმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული