ლიონელ მესი, ქველმოქმედი მეღვინე

AutoSharing Option
არგენტინელი სუპერვარსკვლავი ლიონელ მესი აპრილიდან მსოფლიოს ღვინის მარკეტებს ახალი ბრენდით მოამარაგებს.

"ლეო ვაინსი" პლანეტაზე არგენტინულ ღვინოებს გაუწევს რეკლამას, ხოლო მოგების დიდი ნაწილი უნარშეზღუდული ბავშვების ფონდს გადაერიცხება. სხვათა შორის, ერთ-ერთი პირველი "ლეოს" "კამპ ნოუს" ბარები მიიღებენ.

ღვინო არგენტინული, კერძოდ კი მენდოსას პროვინციიდანაა, რომელიც მთელ სამხრეთ ნახევარსფეროშია განთქმული კარგი ღვინოებით.

თავად მესი ქალაქ როსარიოდან არის წარმოშობით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული