ადრიანო ისევ გასუქდა

AutoSharing Option
ბრაზილიის "კორინთიანსის" თავდამსხმელმა ადრიანომ არდადეგების დროს ოთხი კილოგრამი მოიმატა.

ბუნებრივია, რომ ასეთი ფიზიკური ფორმა ფორვარდს საერთო ჯგუფში ვარჯიშის საშუალებას არ აძლევს და სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვიტა ის ვარჯიშს ჩამოაშოროს.

ახლა, ადრიანო ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშებს. თუ მომავალი კვირის დასაწყისამდე ზედმეტ კილოგრამებს არ "დაყრის", კლუბის ხელმძღვანელებისგან შესაბამის სანქციებს უნდა ელოდოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული