კარლოს ტევესი: ვინ თქვა, რომ ლიონელ მესისთან ცუდი ურთიერთობა მაქვს?

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" 28 წლის ფორვარდმა კარლოს ტევესმა უარყო ინფორმაცია, თითქოს არგენტინის ნაკრების თავდასხმაში პარტნიორ ლიონელ მესისთან ცუდი ურთიერთობა აქვს.

"ის ხალხი, ვინც ამას ამბობს, მართალი არაა. საერთოდ, ვინ თქვა ეს? მესისთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს. მოედანზე მასთან ერთად თამაში ძალიან იოლია.

სხვანაირად როგორ უნდა იყოს? როდესაც ის ბურთს იღებს, ერთბაშად სამი მცველი მას მივარდება ხოლმე, სხვა ფორვარდები კი ავიწყდებათ. ის უდიდესი მოთამაშეა", - თქვა არგენტინელმა თავდამსხმელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული