მატჩი 28 თებერვალს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ეროვნულ გუნდში მიწვევა არ მიუღიათ მადრიდის "რეალის" ნახევარმცველ კაკასა და "მილანის" თავდამსხმელ რობინიოს.
ბრაზილიის ნაკრების განაცხადი კი ასე გამოიყურება:
მეკარეები: ჟულიო სეზარი ("ინტერი"), დიეგუ ალვეში ("ვალენსია"), რაფაელი ("სანტოსი")
მცველები: დანი ალვეში ("ბარსელონა"), დანილუ ("პორტუ"), მარსელო ("რეალი"), ალექს სანდრუ ("პორტუ"), ადრიანო ("ბარსელონა"), დედე ("ვასკო და გამა"), ტიაგო სილვა ("მილანი"), დავიდ ლუისი ("ჩელსი")
ნახევარმცველები: განსო ("სანტოსი"), ერნანესი ("ლაციო"), ლუკას მორა ("სან-პაოლო"), ელიაში
თავდამსხმელები: ჰალკი ("პორტუ"), ჟონასი ("ვალენსია"), ლეანდრუ დამიანი ("ინტერნასიონალი"), ნეიმარი ("სანტოსი"), რონალდინიო ("ფლამენგო")