ტურის მოვლენები
უპირველესი მოვლენა, ჩემპიონატის სტარტია. ჩემპიონატის, რომელიც ალბათ უკანასკნელად ტარდება საგაზაფხულო და საშემოდგომო ტურნირების (აპერტურა, კლაუსურა). ხუთი მწვრთნელისთვის (ბასილე, და სილვა, პუმპიდო, რივოირა, მარტინო) ეს იყო სადებიუტო ტური ახალ კლუბებში. სხვათა შორის, ერთმაც კი ვერ მოიგო...
ტურის სკანდალი
"ესტუდიანტესისა" და "ნიუელს ოლდ ბოისის" შეხვედრის მსაჯმა, სილვიო ტრუკომ ტრიუკები
ტურის ციფრები
პირველ ორ მატჩს, რომლებშიც 7 გოლი გავიდა, მოჰყვა რვა შეხვედრა, სადაც უკვე მხოლოდ 8 გოლი გავიდა. არგენტინის ჩემპიონატს სერიოზულად უჭირს შედეგიანობის თვალსაზრისით. მასპინძლებმა 9:6 მოიგეს. სხვათა შორის, ასეთი დაბალი შედეგიანობის მიუხედავად ტურში ორი დუბლი გვაქვს: თავი დარიო განდინმა და მარიანო პავონემ გამოიჩინეს.
ტურის მატჩი
რასინგი-ტიგრე
მხოლოდ ამათ ეპატიებათ ნულოვანი ფრე, რადგან თამაში სინამდვილეში ძალიან კარგი გამოდგა. ორივე გუნდი შემტევ, ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობდა და მაყურებელმაც ისიამოვნა სანახაობით, რომელსაც მხოლოდ გოლები აკლდა.
ტურის გუნდი
"ლანუსი"
პირველი მატჩი "ლანუსმა" იდეალურად წარმართა. უკვე 25-ე წუთისთვის "სან ლორენსო" განადგურებული იყო.
ტურის გმირი
დარიო განდინი
რაფაელას "ატლეტიკომ" ძალიან იოლად მოუგო თავის კონკურენტს (პრიმერადივიზიონში დარჩენისთვის ბრძოლაში), ამაში განდინის დიდი დამსახურებაა, ფორვარდის ანგარიშზე დუბლი და საგოლე პასია.
ტურის ფრაზა
"ინდეპენდიენტეს" ფეხბურთელი მათიას დეფედერიკო ასე აფასებს საულ ლავერნის მსაჯობას "სან მარტინთან" მატჩში: "ლავერნი ქედმაღალია. "სან მარტინი" ჯარიმდებოდა ყოველ წუთში, მაგრამ ამ გუნდს არავინ სჯიდა. მსაჯი არ ფიქრობდა მათზე, ვინც კარგად და წესების დაცვით თამაშობს".
ტურის გოლები
ფაკუნდო კასტილიონი (გოდოი კრუსი) "ველესის" კარში.
მათიას ფრიტცლერი (ლანუსი) "სან ლორენსოს" კარში.
კარლოს ბუენო (სან ლორენსო) "ლანუსის" კარში.
ბრძოლა გადარჩენისთვის
კლაუსურის სტარტით პრიმერაში დარჩენისთვის გააფთრებული ბრძოლა დაიწყო. ცხრილიდანაც კარგად ჩანს, რომ ბრძოლა სამკვდრო-სასიცოცხლო იქნება: 20. ოლიმპო - 1,103; 19. ტიგრე - 1,145; 18. სან ლორენსო - 1,229; 17. ოლ ბოისი - 1,258.
I ტური
ლანუსი-სან ლორენსო 4:1
გოლები: 1:0 ბრაგიერი (10), 2:0 ფრიტცლერი (16), 3:0 პავონე (24), 4:0 პავონე (49), 4:1 ბუენო (59)
გაძევება: ჩილა (78. სან ლორენსო), მესა (90. სან ლორენსო)
ბოკა ხუნიორსი-ოლიმპო 2:0
გოლები: 1:0 ცვიტანიჩი (41), 2:0 მოუჩე (66)
ესტუდიანტესი-ნიუელსი 1:1
გოლები: 1:0 ბოსელი (35-პენ), 1:1 ურუტი (49)
ბელგრანო-ოლ ბოისი 0:0
სან მარტინი-ინდეპენდიენტე 1:0
გოლიინტერნეტკაზინო ლარივინიინტერნეტკაზინო ლარივინი: 1:0 კაპრარი (61)
გაძევება: დეფედერიკო (90. ინდეპენდიენტე)
ატლეტიკო-ბანფილდი 3:0
გოლები: 1:0 ფისორე (16), 2:0 განდინი (60), 3:0 ? (90)
ველესი-გოდოი კრუსი 1:1
გოლები: 1:0 ობოლო (16), 1:1 კასტილიონი (25)
რასინგი-ტიგრე 0:0
არხენტინოსი-სანტა ფე 0:0
გაძევება: მონტერო (63. სანტა ფე)
კოლონი-არსენალი 0:0