მიზანი - ლეგენდის შეცვლა

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი მანუ მინეზისი მომავლის გუნდს აშენებს. ნაკრებში ახალი სახეები გამოჩნდა, ხოლო დაცვის ცენტრში სეუ მანუ ახალგაზრდულ წყვილს დაეყრდნობა – დავიდ ლუიზსა და ტიაგუ სილვას. ამ უკანასკნელმა ახალ პარტნიორთან საერთო ენა უკვე გამონახა და ამით კმაყოფილებაც გამოთქვა.

"მე და დავიდ ლუიზმა ერთმანეთს კარგად გავუგეთ. ის ახალგაზრდაა, მაგრამ თავისი უნდივიდუალობით ბევრ ვეტერანს ჩაისვამს ჯიბეში. ნაკრები არსებობის ახალ ფაზაში შედის, ხოლო მე და დავიდ ლუიზს მიზნად ლუსიუსა და ჟუანის ლეგენდარული წყვილის ღირსეულად შეცვლას გვისახავენ, რაც არცთუ იოლი საქმე იქნება",
- თქვა ტიაგუ სილვამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული