არგენტინის ნაკრების თავკაცმა ალეხანდრო საბელიამ რეალელის ნაცვლად გუნდში 21 წლის სალვიო გამოიძახა. შეგახსენებთ, რომ 29 თებერვალს არგენტინა ამხანაგურად შვეიცარიის ნაკრებს გაეჯიბრება.
სალვიოს ნაკრებში დებიუტი 19 წლისას ჰქონდა, პანამასთან მატჩში. აქამდე მან ეროვნულ გუნდში სამჯერ მოასწრო გამოსვლა. ოთხშაბათს საბელიამ უკვე გამოცხადებულ გუნდს სამი ფეხბურთელი დაამატა, სალვიოს გარდა მეკარე ანდუხარსა და ნახევარმცველ ბრანას გაუმართლდათ.
მეკარეები: მარიანო ანდუხარი (ესტუდიანტესი), სერხიო რომერო (სამპდორია).
მცველები: ესეკილ გარაი (ბენფიკა), დანიელ კატა დიასი
ნახევარმცველები: მაქსი როდრიგესი (ლივერპული), ფერნანდო გაგო (რომა), ერიკ ლამელა (რომა), ხავიერ მასკერანო (ბარსელონა), ხავიერ პასტორე (პსჟ), ხოსე სოსა (მეტალისტი), როდრიგო ბრანა (ესტუდიანტესი).
თავდამსხმელები: სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), ედუარდო სალვიო (ატლეტიკო), როდრიგო პალასიო (ჯენოა), გონსალო იგუაინი (რეალი), ლიონელ მესი (ბარსელონა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"